ბალახის ჰოკეი გუნდურ თამაშებში ერთ-ერთი უძველესია.ყვანჭით თამაშის კვალი ძვ.წ. VI საუკუნეშია აღმოჩენილი. ბალახის ჰოკეის მსგავს თამაშებს, ჭაკუნობას და ჭოროლას საქართველოშიც უხსოვარი დროიდან თამაშობდნენ. თანამედროვე სახით იგი XIX საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა. სწორედ ამ პერიოდში (1861) შეიქმნა პირველი კლუბი ინგლისში. 1971 წელს შეიქმნა ლონდონის ბალახის ჰოკეის ასოციაცია, რომელმაც 1875 წელს გამოაქვეყნა ბალახის ჰოკეის პირველი წესები. XIX საუკუნის მიწურულს ბალახის ჰოკეი გასცდა დიდი ბრიტანეთის საზღვრებს და ნელ-ნელა მოედო ევროპას. მალე ბალახის ჰოკეიმ ყველა დანარჩენ კონტინენტზეც შეაღწია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ძველი ინგლისის აზიურ სამფლობელოებში. ქართულ ხალხურ სახეობას "ჭაკუნს" საქართველოში ჯერ კიდევ მე–8 მე–9 საუკუნეებში თამაშობდნენ როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში , ხოლო განსაკუთრებით პოპულარულობით გამოირჩეოდა გურიაში სადაც თამასში როგორც კაცები ასევე ქალებიც იღებდნენ მონაწილეობას . სახელი ჭაკუნი თავმოღუნულ ჯოხს ერქვა რომელის ასევე თამაშის სახელად იქცა , ჯოხის (ყვანჭის) სიგრძე 100–150 სანტიმეტრი იყო და მის დასამზადებლად თხილის,ბროწეულის და თუთის ტოტს იყენებდნენ , ტოტს ისეთს არჩევდნენ რომელსაც მსხვილი და კარგად მოღუნული ძირი ექნებოდა, ჭაკუნის სათამაშოთ, მუჭისოდება ბურთს, საქონლის ბეწვისგან ამზადებდნენ, ბეწვს თავიდან თბილ წყალში დაასველებდნენ და ხელში ასვარსვალებდნენ (ატრიალებდნენ) მანამ სანამ საჭირო ზომას და ფორმას არ მიიღებდნენ ხოლო შემდეგ მიღებულ მასას მზეზე გააშრობდნენ, რის შედეგადაც საკმაოდ მაგარ დრეკად ბურთს მიიღებდნენ რომელიც კარგად უძლებდა ჭაკუნის თამაშის დროს ყვანჭის დარტყმებს.არსებობს ცნობები რომ თამაშის დროს ხის, იშვიათ შემთხვევებში ქვის ბურთსაც იყენებდნენ. ხოლო თამაშობდნენ ტრიალ მინდორზე, რომლის სიგრძეც 200 დან 500 მეტრამდე აღწევდა , ხოლო რაოდენობა 20 დან 40 მონაწილემდე. არც თამაშის დრო და არც გატანილი ბურთების რაოდენობა არ იყო შეზღუდული, თამაში მანამ მიმდინარეობდა სანამ მოთამაშეები სურვილისამებრ არ შეწყვეტდნენ თამაშს.
# | გ | თ | ქ |
---|---|---|---|
1 | თბილისი (კ) | 4 | 20 |
2 | ქუთაისი (კ) | 4 | 15 |
3 | აბაშა (კ) | 4 | 11 |
4 | აჭარა (კ) | 4 | 5 |
5 | აბაშა ახალგაზრდული (კ) | 4 | 4 |