მინდვრის ჰოკეი გუნდურ თამაშებში ერთ-ერთი უძველესია. ყვანჭით (ჰოკეის ჯოხით) თამაშის კვალი ძვ.წ. VI საუკუნეშია აღმოჩენილი. მინდვრის ჰოკეის მსგავს თამაშებს, ჭაკუნობას და ჭოროლას საქართველოში უხსოვარი დროიდან თამაშობდნენ. თანამედროვე სახით მინდვრის ჰოკეი XIX საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა. სწორედ ამ პერიოდში (1861) შეიქმნა პირველი კლუბი ინგლისში. 1971 წელს შეიქმნა ლონდონის მინდვრის ჰოკეის ასოციაცია, რომელმაც 1875 წელს გამოაქვეყნა ჰოკეის პირველი წესები. XIX საუკუნის მიწურულს მინდვრის ჰოკეი გასცდა დიდი ბრიტანეთის საზღვრებს და ნელ-ნელა მოედო ევროპას. მალე მინდვრის ჰოკეიმ ყველა დანარჩენ კონტინენტზეც შეაღწია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ძველი ინგლისის აზიურ სამფლობელოებში. ქართულ ხალხურ სახეობას "ჭაკუნს" საქართველოში ჯერ კიდევ მე–8 მე–9 საუკუნეებში თამაშობდნენ როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში , ხოლო განსაკუთრებით პოპულარულობით გამოირჩეოდა გურიაში სადაც თამასში როგორც კაცები ასევე ქალებიც იღებდნენ მონაწილეობას . სახელი ჭაკუნი თავმოღუნულ ჯოხს ერქვა რომელის ასევე თამაშის სახელად იქცა , ჯოხის (ყვანჭის) სიგრძე 100–150 სანტიმეტრი იყო და მის დასამზადებლად თხილის,ბროწეულის და თუთის ტოტს იყენებდნენ , ტოტს ისეთს არჩევდნენ რომელსაც მსხვილი და კარგად მოღუნული ძირი ექნებოდა, ჭაკუნის სათამაშოთ, მუჭისოდება ბურთს, საქონლის ბეწვისგან ამზადებდნენ, ბეწვს თავიდან თბილ წყალში დაასველებდნენ და ხელში ასვარსვალებდნენ (ატრიალებდნენ) მანამ სანამ საჭირო ზომას და ფორმას არ მიიღებდნენ ხოლო შემდეგ მიღებულ მასას მზეზე გააშრობდნენ, რის შედეგადაც საკმაოდ მაგარ დრეკად ბურთს ღებულობდნენ რომელიც კარგად უძლებდა ჭაკუნის თამაშის დროს ყვანჭის დარტყმებს.არსებობს ცნობები რომ თამაშის დროს ხის და იშვიათ შემთხვევებში ქვის ბურთსაც იყენებდნენ. ხოლო თამაშობდნენ ტრიალ მინდორზე, რომლის სიგრძეც 200 დან 500 მეტრამდე აღწევდა, რაოდენობა 20 დან 40 მონაწილემდე. არც თამაშის დრო და არც გატანილი ბურთების რაოდენობა არ იყო შეზღუდული, თამაში მანამ მიმდინარეობდა სანამ მოთამაშეები სურვილისამებრ არ შეწყვეტდნენ თამაშს. საქართველოში მინდვრის ჰოკეის პირველი გუნდი შეიქმნა ქუთაისში 1973 წლის 3 დეკემბერს, სპორტსაზოგადოება “ლოკომოტივის” ბაზაზე. ყველაფრის თაოსანი იყო თეიმურაზ არჩაია, მხარდამჭერი – ნოდარ ზივზივაძე (სპორტკლუბ “თბომავლის” თავმჯდომარე). მომდევნო წელს სასწავლო ჯგუფები გაიხსნა თბილისსა და ბათუმში, 1974 წელსვე გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი და თასის გათამაშება კაცთა შორის. ჩემპიონობა ბათუმის “განთიადმა” მოიპოვა, თასი – ქუთაისის “ლოკომოტივმა”. იმავე წელს ქუთაისელმა ჰოკეისტებმა მოიგეს ერევნისა და ბაქოს ტურნირები და სსრკ ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი შეჯიბრება. ამ ლიგაში სხვადასხვა დროს გამოდიოდნენ აგრეთვე ბათუმისა და თბილისის არმიის სპორტკლუბის გუნდები. ქალთა პირველი ჯგუფები გაიხსნა 1979 წელს – სსრკ I ლიგაში 2 წელი თამაშობდა ბათუმის “განთიადის” (მწვრთნელი – ზურაბ მჟავია) ქალთა გუნდი, შემდეგ კი მისი ადგილი დაიკავა ქუთაისის “ფეიქარმა” (მწვრთნელი – ავთანდილ თევდორაძე). ქუთაისელმა გოგონებმა 1988 წელს გაიმარჯვეს საკავშირო ახალგაზრდულ პირველობაში. 1985 წელს ჰოკეის გუნდები შეიქმნა ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. 1985 წელს ქუთაისის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე მოეწყო ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნურსაფრიანი მოედანი, 1992 წელს ქუთაისშივე დაარსდა მინდვრის ჰოკეის პირველი სპეციალიზებული სკოლა, რომლის სასწავლო ჯგუფები გაიხსნა წყალტუბოსა და სამტრედიაში. სხვადასხვა წლებში ქართველ ჰოკეისტებს უთამაშიათ პოლონეთის, ესპანეთის, ავსტრიის, ირანის საერთაშორისო ტურნირებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ შეჯიბრებებში. საქართველოს მინდვრის ჰოკეის ფედერაცია დაფუძნდა 1988 წლის 12 თებერვალს. 1996 წლიდან მინდვრის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (FIH) წევრია. პრეზიდენტები: რევაზ რობაქიძე (1988-1996), თეიმურაზ არჩაია (1996-2004), გიორგი ჩარკვიანი (2004 წლიდან). კონსტანტინე არჩაია (2006-2012), ავთანდილ თევდორაძე (2012 წლიდან).
# | გ | თ | ქ |
---|---|---|---|
1 | თბილისი (კ) | 4 | 20 |
2 | ქუთაისი (კ) | 4 | 15 |
3 | აბაშა (კ) | 4 | 11 |
4 | აჭარა (კ) | 4 | 5 |
5 | აბაშა ახალგაზრდული (კ) | 4 | 4 |